დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI...
სემეკის თავმჯდომარემ
სიტყვით გამოსვლისას
ყურადღება გაამახვილა
საქართველოს ენერგეტიკულ
პოლიტიკაზე, ჰესების
მშენებლობის საჭიროებაზე,
სემეკის როლსა და
რეგულაციებზე განახლებადი
ენერგიების განვითარების
მიმართულებით.დისკუსიის
ფარგლებში მონაწილეებმა
განიხილეს სახელმწიფო
პოლიტიკა
ენერგოდამოუკიდებლობასთან
მიმართებით, საქართველოს
პოტენციალი განახლებადი
ენერგიების განვითარების
კუთხით, არსებული
საკანონმდებლო ჩარჩო,
საინვესტიციო გარემოს
გაუმჯობესების მიზნით
შემუშავებული
მექანიზმები. იმსჯელეს
არსებულ გამოწვევებსა და
მათი გადაჭრის
გზებზე.პანელურ
დისკუსიაში მონაწილეობა
მიიღეს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
სამინისტროს
ენერგოეფექტურობისა და
განახლებადი ენერგიების
პოლიტიკის და მდგრადი
განვითარების
დეპარტამენტის უფროსმა,
საინჟინრო მეცნიერებათა
დოქტორმა მარგალიტა
არაბიძემ, საქართველოს
ბიზნესასოციაციის
აღმასრულებელმა
დირექტორმა ლევან
ვეფხვაძემ, UNESCAP-ის
ენერგეტიკის განყოფილების
დირექტორმა ჰონგპენგ ლიუმ,
Celtic Sea Power-ის ყოფილმა
თავმჯდომარემ,
გაერთიანებული სამეფოს
საზღვაო ძალების
კომოდორმა სტუვ ჯერმა, „Photomate
Caucasus“-ის რეგიონულმა
დირექტორმა დავით
ტყეშელაშვილმა, კომპანია
„შაინ ენერჯის“
დამფუძნებელმა ნინო
გადელიამ.თბილისის
მდგრადი განვითარების XVI
რეგიონულ ფორუმში, რომელიც
ქ. თბილისში 3-6 ივნისს
იმართება, მონაწილეობას
იღებენ საქართველოს
ცენტრალური და
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები,
პარლამენტის წევრები,
მაღალი დონის ქართველი და
უცხოელი მომხსენებლები,
ასევე ბიზნესსექტორის,
აკადემიური წრეებისა და
დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები.მონაწილეები
მსჯელობენ მდგრადი
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების,
ეკონომიკური ზრდის,
ენერგოუსაფრთხოების,
განახლებადი ენერგიის
მოხმარებისა და
განვითარების, მდგრადი
ურბანული განვითარების,
სივრცითი მოწყობის,
სატრანსპორტო რეფორმისა
და სხვადასხვა საკითხის
შესახებ.
1780655909