საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი ჰოლანდიაში, მაასტრიხში დაიბეჭდა, რომელიც ევროს დაბადების ადგილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5000 ცალისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა. აღნიშნულ საკოლექციო ბანკნოტებზე მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.

"საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების აღსანიშნავად, TRESURIUM-მა ორდღიანი ღონისძიება მოაწყო, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაციას და პრეზენტაციას, შატო ნეერკანის ისტორიულ ღვინის გამოქვაბულში უმასპინძლა, რომელიც ევროპის ისტორიული ადგილია. ამასთან, TREASURIUM-მა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ქართული და ჰოლანდიური დელეგაციების თანდასწრებით ოფიციალურად წარადგინა საქართველოს საკოლექციო ევროს ბანკნოტი “euro 8000”.

ბანკნოტზე ქვევრებია გამოსახული, ასევე აქვს წარწერა "შენ ხარ ვენახი" და "საქართველო მიწის სამშობლო".