საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს პირველად მასპინძლობს, რომელიც 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში იმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა სპორტსმენები ერთმანეთს 3 სპორტულ დისციპლინაში ეჯიბრებიან. საქართველოს ბანკი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

ეს არის მორიგი დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ, როცა საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში 46 ქვეყნის, 900-ზე მეტი სპორტსმენი და 700 ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებიც.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 8 ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი 3 სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს:

სამთო თხილამურობა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის სახეობა, რომელიც 5 დისციპლინას აერთიანებს: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებასა და კომბინაციას.

ბიათლონი

ბიათლონი ორი სპორტის - თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლის ნაზავია.

ფიგურული სრიალი (ფიგურული ციგურაობა)

მხატვრული პროგრამა, მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტები, ნახტომები და ტრიალის კომბინაციები აქცევს ზამთრის ამ სპორტს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპორტად.

მასში მონაწილეობას 15 წლის ინგა გურგენიძე მიიღებს.

სამთო თხილამურობისა და ბიათლონის შეჯიბრებები ბაკურიანში, ფიგურული სრიალის შეჯიბრებები კი ბათუმში გაიმართება.

ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი კი ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 10 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) | 09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - ბიჭები), I დაშვება

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

ორშაბათი, 10 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |

11:30 – 13:00

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - ბიჭები), II დაშვება

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

ორშაბათი, 10 თებერვალი (ბაკურიანი - ბიათლონის ტრასა) |

10:00 – 11:15

ბიათლონი (12,5 კმ ინდივიდუალური რბოლა)

შიო ქუჩუკიანი

სამშაბათი, 11 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |

09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

სამშაბათი, 11 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |

11:30 – 13:00

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - გოგოები) II დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

ოთხშაბათი, 12 თებერვალი (ბათუმი) |

14:00 – 18:00

ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა - გოგოები)

ინგა გურგენიძე

ხუთშაბათი, 13 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) | 09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - ბიჭები), I დაშვება

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

ხუთშაბათი, 13 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) | 11:30 - 13:00

სამთო თხილამურობა (სლალომი - ბიჭები), II დაშვება

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

ხუთშაბათი, 13 თებერვალი (ბათუმი) |

15:00 – 20:30

ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა - გოგოები)

ინგა გურგენიძე

პარასკევი, 14 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |

09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

პარასკევი, 14 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |

09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

პარასკევი, 15 თებერვალი (ბაკურიანი - ბიათლონის ტრასა) |

10:00 – 11:05

ბიათლონი (7,5 კმ სპრინტი)

შიო ქუჩუკიანი

შაბათი, 15 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) | 09:00 - 13:00

სამთო თხილამურობა (პარალელური სლალომი - შერეული წყვილები)

ფესტივალის მთავარი მიზანი სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია, ოლიმპიური პრინციპების (სამართლიანობისა და ტოლერანტულობის) გავრცელება და დანერგვაა ახალგაზრდებში. ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ სპორტული ღონისძიების დაწყებას და ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს!