„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენები აშკარად აჩვენებს, რომ კომპანიის მინორიტარი პარტნიორი, ნათია ჯანაშია, სამართლებრივი არგუმენტების ნაკლებობის დაკომპენსირებას ინვესტორის ერთბაშად ყველა ბიზნეს-მიმართულებაზე აგრესიული შეტევის განხორცილებით ცდილობს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც “აკადემიის” გარშემო მიმდინარე გახმაურებულ დავის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს საკუთარ შეხედულებებს.
ცუცქირიძის თქმით, სახეზეა ვითრება, როცა ნათია ჯანაშიას სამართლებრივი პოზიციები დასუსტებულია და მისი არგუმენტები სულ უფრო ნაკლებ დამაჯერებელი ხდება. მისი მხარე ვეღარ ახერხებს დავასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და შედეგად მივიღეთ ის, რომ ნათია ჯანაშიამ კორპორაციული დავის პროცესი შანტაჟის, პოლიტიკური სპეკულაციებისა და ქვეყნის ეკონომიკის დაზიანების მცდელობებში გადაზარდა.
“ნათია ჯანაშიას მოქმედებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც რიგითი კორპორაციული კონფლიქტისმასშტაბურ დესტრუქციულ კამპანიად გადაქცევისმცდელობა.
კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ საკუთარიამბიციების გამო, იგი ღია იერიშზე გადავიდა ინვესტორის მიერ მართული კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ჯამური კაპიტალიზაციაც 5 მილიარდ ლარს აღემატება, რაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს შეადგენს.
ნათია ჯანაშიას ეს კამპანია მიმართულია საბანკო- lსაფინანსო სექტორის სტაბილურობის წინააღმდეგ, - მოწოდებები ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში ანგარიშების დახურვისა და იქედან დეპოზიტების გამოტანისკენ, სხვა არაფერია, თუ არაპირდაპირი საფრთხის შექმნის მცდელობა მთლიანი საფინანსო სისტემის სტაბილურობის მიმართ.
ეს კამპანია არყევს ჯანდაცვისა და სადაზღვევო სექტორების მდგრადობას. სექტორებისა, სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული და რომელზეც ათეულ ათასობით მოქალაქის კეთილდღეობა დაჯანმრთელობაა დამოკიდებული.
საკუთარი კორპორაციული ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობის გზაზე, მსგავსი მასშტაბის მანიპულაციური კამპანიის წარმოების სხვა შემთხვევა, უბრალოდ არ მახსენდება”, - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტის შემქმნელი კორპორაციის წინააღმდეგ, სრულიად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ მიმართული, დამაზიანებელი კამპანიის წარმოებით, ნათია ჯანაშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასთან აღმოჩნდა დაპირისპირებული.
“ჩემთვის ისიც სრულიად ნათელია, რომ საზოგადოება და ბიზნეს წრეები მკაფიოდ ხედავენ ამ პროცესი სრეალურ, ვიწრო პირად მოტივებს და შესაბამისად, ნათია ჯანაშიას დესტრუქციული მცდელობა, ბიზნეს-დავა საზოგადოებრივი ნდობისა და ფინანსურისტაბილურობის შერყევის სიბრტყეში გადაიყვანოს, წარუმატებელი გამოდგება”, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.













