საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი 57 კგ წონითი კატეგორიაში, ეთერ ლიპარტელიანი გალფის სახე გახდა. ამის შესახებ გალფის ვიცეპრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ეთო ლიპარტელიანი გვესტუმრა და გალფთან სასპონსორო შეთანხმება გაფორმდა. ამიერიდან ყველაზე ძლიერი ქართველი გოგო - გალფის სახეა.

ეთო საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა ძიუდოში", - წერს ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და ქართველ ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ამასთან, ეთერ ლიპარტელიანი არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).