თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა. ინფორმაციას თიანეთის მერია ავრცელებს.

„I შვილი - 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;

II შვილი - 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;

III შვილი - 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.

ტყუპები - 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;

გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:

I შვილი - ყოველთვიურად 150 ლარი;

II შვილი - 300 ლარი;

III შვილი - 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის“ სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.