თიბისი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ვიდეოს ავრცელებს.
გვახსოვდეს, ყველა მავთულხლართი და ოკუპაცია დროებითია!
დიდება გმირებს!
თიბისი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებული კამპანიის ვიდეოს ავრცელებს.
გვახსოვდეს, ყველა მავთულხლართი და ოკუპაცია დროებითია!
დიდება გმირებს!
1760531513
„მაღაზიებთან ისეთი ცუდი ურთიერთობაა... წინათ იყო ასე, შენი ღირებულების 5% რჩებოდა მაღაზიას, ახლა ასე აღარ არის. ასეთი დამოკიდებულება აქვთ - მე მინდა 20 თეთრს დავადებ, მინდა 30 თეთრს, არ გინდა?! წადი, თავი გამანებე! იქ კიდევ არის ქეშბექების თემა, აქტივობის თემა, დახლზე წინა პლანზე რომელ პურს დადებ და მთელი [საკითხები]“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.კითხვაზე, რამდენ თეთრს იტოვებს მაღაზია, მალხაზ დოლიძემ უპასუხა რომ ერთ პურზე დაახლოებით 25-30 თეთრამდე რჩება მაღაზიას.„დაახლოებით, ლაპარაკია 25-30 თეთრზეც, წარმოიდგინეთ, არის მაღაზიათა ქსელები, რომელიც ამ თანხას იტოვებენ თვითონ და ეს ძალიან დიდი თანხაა. მე სულ ამაზე ვყვიროდი, რომ ეს საკითხი ჩვენთან დასახვეწია. წარმოებებს რომ ჰქონდეთ თავისი საფირმო მაღაზიები, მაშინ ასეთი რამე არ მოხდებოდა. გაცილებით იაფი ეღირებოდა. მაგალითად, დიღომში ან გლდანში, წარმოებებთან არის მაღაზიები, გაგზავნეთ ვინმე და ნახავთ, ერთი ადამიანი თუ გამოვა ამ მაღაზიიდან უკმაყოფილო, ან ფასით ან ხარისხით. სულ სხვაა იმიტომ, რომ სულ სხვა ფასებია. მაღაზიებში ძალიან კაბალური წესებია. შეშინებულიც არიან მეწარმეები, რადგან მაღაზიამ დღეს არ გითხრას, არ მინდა შენი პური, თავი გამანებე, არ მინდა შენთან ურთიერთობა. მაგალითად, ახლა მეწარმე ვერ გამოვა და ვერ იტყვის მაღაზიაზე აუგს, იმიტომ, რომ მეორე დღეს იქ დაუკეტავენ გზას და მორჩა.მაღაზიებთან ურთიერთობა, პურ-პროდუქტების ნაწილში არის დასარეგულირებელი. აი, მოვიყვან მაგალითს, ღარიბაშვილის პერიოდში როდესაც კვების პროდუქტებზე ფასები მოემატა, იყო მოწოდება, რომ ქამრები შემოიჭირეთ. მაშინ ჩვენ პურზე 10 თეთრი დავაკელით, მაგრამ ეს მოსახლეობამ ვერც გაიგო, ეს 10 თეთრი მაღაზიებმა წაიღეს“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.შეგახსენებთ, რომ კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში პურის ერთ-ერთი ასორტიმენტის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530 გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო 410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირდა. როგორც მალხაზ დოლიძე აცხადებს, ეს იყო ერთ-ერთი საცხობის ყველაზე დაბალფასიანი კონკრეტული ასორტიმენტი, რომელიც მხოლოდ ერთ ქსელურ მაღაზიაში შედის. თუმცა, მას შემდეგ რაც ეს ცვლილება აისახა, არაქსელურმა მარკეტებმა სხვა პურსაც თვითნებურად მოუმატეს ფასი.
1760687172
წარმატების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის, იდეის, მიზნის ან შესაძლებლობის დაჯერებით იწყება. თვითრწმენა ქმნის იმ ენერგიას, რომელიც ფიქრს რეალობად, ხოლო რეალობას - ერთ ან მრავალ გამარჯვებად აქცევს.ბევრმა ადამიანმა ეს გზა უკვე გაიარა, ბევრი კი, ამ გზას ახლა გადის. თიბისი, თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“, სწორედ, ასეთი ადამიანების გარშემო ერთიანდება. დღეს, ილია თოფურია თიბისის ბრენდის ამბასადორი გახდა. თიბისისთან ერთად, ის ეცდება, შთაგონება და მოტივაცია მისცეს ყველას, ვინც წარმატების და გამარჯვების გზას ახლა ადგას. თიბისის და ილიას ერთად სჯერათ, რომ რწმენა და გამბედაობა, სიჯიუტესთან ერთად, ყოველთვის წარმატებამდე მიიყვანს ადამიანს.ილია თოფურიამ შეუძლებელი ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეძლო - თვითრწმენით, სიჯიუტით და გამბედაობით. მისი განვლილი გზა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის იწყება იქ, სადაც ჯერ შენი მიზნის მიღწევას იჯერებ და შემდეგ აღწევ მას.ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: „თიბისისთვის სასიხარულო და საამაყოა მსოფლიო დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობა. ილია თოფურიას კარიერა, მისი განვლილი გზა სამაგალითოა და ზუსტად ასახავს თიბისის მთავარ სათქმელს - მთავარია გჯეროდეს! ვფიქრობ, ამით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შთავაგონებთ, საკუთარი მიზნის დაიჯერონ და რწმენა რეალობად აქციონ.“ილია თოფურია:„ძალზე მადლიერი და იღბლიანი ვარ იმის გამო, რომ თიბისის ოჯახის წევრი გავხდი. ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა, რომელიც ემყარება თავდაჯერებულ წინსვლას, თვითრწმენას, გამბედაობას და პირადი და პროფესიული ზრდის მიმართ თავდადებას. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე ბანკს, რომელიც საქართველოში პროგრესის ფლაგმანია თავისი მტკიცე ღირებულებებით და მომავალზე მკაფიო ორიენტირებულობით”.
1760686934
მათი ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით - 8344 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.„9 შემთხვევიდან 6 კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც შესაბამისი პირები სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა, ხოლო რაც შეეხება 3 შემთხვევას, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც მხარეთა მიერ არ შესრულებულა. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიმართ სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო.სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან.GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.GCCA-ის მიერ 2025 წელს 18 872 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 15 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა, 1 შეტყობინების შესწავლა კი მიმდინარე რეჟიმშია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1760686771
მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი."სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო,"- განაცხადა პრემიერმა.პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები არის სერიოზული, რაც გამოწვევები კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა.მისივე თქმით, ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში.„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,"- განაცხადა პრემიერმა.მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს."გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში.იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1760684330
"დღეს ეს არის კონცეფცია და არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოესი 2-3 წელი, ზანგეზურიდან გამომდინარე, რაიმე დანაკლისს ვიგრძნობთ. გეოპოლიტიკურად ძალიან კარგი ნაბიჯი გადაიდგა, რადგან რეგიონში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზანგეზური იქნება ერთ-ერთი დამატებითი ჯაჭვი და პირიქით, ხელს შეგვიწყობს, რომ გამტარუნარიანობა გაიზარდოს და პიკურ სეზონებში არ ვკარგავდეთ იმ ტვირთებს, რომლებსაც სწრაფი მიწოდება სჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა, ნაწილი გადამისამართდება, თუმცა, მაგ დროისთვის, მსოფლიო ბანკის კვლევა გვაჩვენებს, რომ 2030-სკენ, თუმცა უფრო სწრაფადაც შეიძლება, შუა დერეფნის მეშვეობით დაახლოებით 9 მილიონი ტვირთი გატარდეს შუა დერეფნის მეშვეობით", - განაცხადა ნამადოვმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში და აქვე აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის და ყაზახეთისთვის საქართველო პირველი "არტერიაა" და ამის შემდეგ შეიძლება დამატებით განიხილონ ზანგეზური.მისივე თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა კავკასიის სინგაპური გახდეს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სახმელეთო და სარკინიზგო პროექტების განხორციელება."საგზაო ინფრასტრუქტურა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, მეორეა რკინიგზის მოდიფიკაცია, რაზეც რეფორმა დაანონსებულია, ასევე საქართველოს დიდი მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრები სჭირდება, სადაც იქნება საბაჟო საწყობები, რკინიგზა. საქართველოს შეუძლია გრძელვადიანი ხედვა აიღოს 2030-სთვის და პოზიციონირება გააკეთოს, რომ იყოს კავკასიის სინგაპური. შანსი გვაქვს, რომ კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ვიყოთ ერთ-ერთი საკვანძო ჰაბი",- აცხადებს ნამადოვი.
1760683802
აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკოს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ: ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; მათი მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს პროფესიულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას; აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ პოლიტიკური ან ლობისტური ხასიათის საქმიანობებს და მათი მონაწილეობა მთლიანად მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის პროფესიულ შეფასებას, ასეთის სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად, EPDE-ს მიერ მათ მიმართ გამოყენებული ტერმინი „ფეიქ დამკვირვებელი“ წარმოადგენს ობიექტურობის პრინციპის უხეშ დარღვევას, ზიანს აყენებს როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე იმ ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების ავტორიტეტს, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ.ცესკო მოუწოდებს EPDE-ს საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული შეფასებები.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კარგი საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არ მოითხოვს დამკვირვებლად რეგისტრაციისას ამა თუ იმ პირის პროფესიის, განთლების, საქმიანობისა თუ საარჩევნო გამოცდილების შესწავლას ან/და არ განსაზღვრავს სპეციალურ პროფესიულ მოთხოვნებს ან კვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ, ეს საკითხი სხვადასხვა დამკვირვებლებთან მიმართებაში მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.ამავდროულად, საინტერესოა რატომ მოიხსენიებს EPDE კონსტიტუციური ორგანოების - საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ფეიქ დამკვირვებლებად, როცა მათ არცერთ განცხადებაში გარდა პროცედურული და ტექნიკური შეფასებისა, არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, ან თუნდაც მინიშნება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის დასკვნაში მოხსენიებული პირების ნაწილს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გამოდის, რომ ეს პირები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიხსენიეს, რომ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ამას გარდა, გაუგებარია, ქვეყანაში ვიზიტით მყოფი 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 40-მდე დელეგატიდან, მხოლოდ რამდენიმეზე რა ნიშნით და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამახვილდა ყურადღება.ამასთან,, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თუ სხვა ინსტიტუციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებდა სადამკვირვებლო საქმიანობას და ამ ფორმატში რაიმე ტიპის შეფასებისა თუ განცხადების გაკეთებაც მათივე უფლება იყო. შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების გამო, დადებითი იყო ეს თუ კრიტიკული, მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება იმდენად უსაფუძვლოა, რომ ეს პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ამ პირების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად, ისევე როგორც ამ პირებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად.საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არის საქართველოში 4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. მით უფრო იმ ორგანიზაციისგან, რომელიც საერთოდ არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ არჩევნებზე დამკვირვებლად.ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ EPDE-ს ერთ-ერთ წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ISFED-ი, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები საზოგადოებას მანიპულაციურად წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტის შედეგად გათავისუფლდა ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს, არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობს EPDE-ში. მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, კვლავაც დაფიქსირდა პარალელური დათვლის შედეგების სანდოობის პრობლემები 2024 წლის არჩევნების დროსაც. ამჯერად ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა თავად შედეგები არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული გარემოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს EPDE-ს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
1760683593
თემურ ბასილია: ფულის რეფორმის შედეგად, 1995 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტ...
1759478966
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტო...
1759990560
Zeekr 9X – „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარს მალე ახალ მოდელს წარუდგ...
1759906980
არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის...
1759931397
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის...
1760533500