სოკარმა მომხმარებლებისთვის ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ ახალაშენებული 92 მ² ბინა საბურთალოზე თეთრი კვადრატის დასრულებულ პროექტში, ახალი ელექტრო ავტომობილი და 3 ფულადი პრიზი - თითოეული 10,000 ლარის ოდენობით.
გათამაშებაში მონაწილეობა დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამ პერიოდში, სოკარის მომხმარებლები ყოველ 15 ლიტრ საწვავზე ან 15 მ³ გაზზე გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ მომხმარებლის სოკარის ენერჯი ბარათი SOCAR Geo აპლიკაციაში იყოს დამატებული.
მთავარი პრიზების გარდა, გათამაშების პერიოდში ყოველდღიურად 100 მომხმარებელი მომენტალურ პრიზს მოიგებს. პრიზებს შორის იქნება ენერჯი ბარათის ქულები და ვეი მარტის ვაუჩერები. მომენტალური პრიზის გამოყენება გამარჯვებულს თავადაც შეუძლია, თუმცა სურვილის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, მოგების შანსი სხვას გაუზიაროს და სანაცვლოდ დამატებით მიიღოს გათამაშების 5 ბილეთი.
გათამაშების მთავარი იდეა არის ის, რომ „გამარჯვება გაზიარებით იწყება“. სწორედ ამიტომ, კამპანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მთავარი პრიზების მოგების შესაძლებლობას აძლევს, არამედ სთავაზობს ემოციურ გამოცდილებასაც, სადაც მომენტალური პრიზის გაზიარება სხვისთვის სიხარულის ჩუქებას, ხოლო მონაწილისთვის მთავარი პრიზების მოგების შანსის გაზრდას ნიშნავს.
არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე სოკარის გათამაშების გამარჯვებული - ჩაერთე, დააგროვე ბილეთები და გახსოვდეს, რომ გამარჯვება გაზიარებით იწყება.













