ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და საფინანსო ინტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულების მხარდაჭერა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის  ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის კონკურსი - „მარეგულირებლის დილემა“ დაიწყო.

კონკურსის მიზანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებში საფინანსო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ცენტრალური ბანკის საქმიანობის პოპულარიზება და სტუდენტებში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ 3-6 კაციან გუნდებს.

კონკურსისთვის სარეგისტრაციო პერიოდი განსაზღვრულია 20-27 ოქტომბერს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ  ბმულზე.