“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მცირე პაუზის შემდეგ უცვლელი ფორმატით, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით დაბრუნდა.

ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით, იდეებითა და ხედვებით ქმნიან ახალს და ინსპირაციას აძლევენ სხვებს.

ახალი ეპიზოდის სტუმარია ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი.

გადაცემა ეთერში 16 ივნისს, 21:00 საათზე YouTube-ზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქისმიზანია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი დანაკლებად ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხითწარმოაჩინოს.

გადაცემის ფორმატი პორტრეტის, ღია დიალოგისა დაჰარდ თოქისსინთეზია, რომლის ფარგლებშიცსტუმრები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, იდეებზე, საზოგადოებრივ პროცესებსა და პირად ხედვებზე რაცმაყურებელს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზროსროგორც მათი პერსონა, ისე მათ გარშემო არსებულიკონტექსტი.

არ გამოგრჩეთგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქისახალი ეპიზოდები YouTube არხზე.