საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება უკვე დაიწყო. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, განაცხადი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე შეავსონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და მიიღონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაზე მიმდინარეობს, მათ შორისაა:

საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში

საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებისა და აკადემიური მიზნების მიღწევაში ეხმარება.

პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის ფარგლებში, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სტიპენდიის გვერდს.

AI სტიპენდია გოგოებისთვის

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებისა და ახალი პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ AI სტიპენდიის გვერდს.

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში სრული დაფინანსებით შეისწავლონ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.

საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდ

პროფესიულ აკადემიებში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება.

მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ეს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. მიმდინარე პროგრამებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიეთ ვებგვერდს: ganateleba.bog.ge