ყაზახეთი სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო მარშრუტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა, სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა.

ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტი ასტანას თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მისცემს.

„ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე მივდივართ. ახალი მარშრუტი საშუალებას მოგვცემს, ნახიჩევანში მივიდეთ და შემდეგ პირდაპირ თურქეთში, მის საზღვაო პორტებში“, – აღნიშნა ჟუმანგარინმა.