აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაასახელებს მილიარდერ ჯარედ აიზეკმანს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ხელმძღვანელად.
„მოხარული ვარ, წარვადგინო ჯარედ აიზეკმანი, გამორჩეული ბიზნეს ლიდერი, ფილანტროპი, მფრინავი და ასტრონავტი, აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ხელმძღვანელად“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
43 წლის აიზეკმანი ხელმძღვანელობს გადახდის კომპანიას და არის Draken International-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც Politico-ს ცნობით, დაიქირავა გადამდგარი სამხედრო მფრინავები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად.
2024 წლის სექტემბერში აიზეკმანმა მონაწილეობა მიიღო პირველ კომერციულ კოსმოსურ მისიაში, Polaris Dawn.













