აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.

შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა - „დიახ, აბსოლუტურად“.

„მოგვიწევს მისი შეცვლა. ალბათ, მოგვიწევს ხალხთან დაბრუნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ეს გვაქვს. იცით თუ არა, რომ თუკი ვინმე ფეხს დაადგამს ჩვენს მიწაზე, მხოლოდ ერთ ფეხს, ორის დადგმაც არაა საჭირო, „გილოცავთ, თქვენ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ხართ. დიახ, ჩვენ ამას დავასრულებთ, რადგან ეს უაზრობაა“, - აღნიშნა ტრამპმა.