Tesla-ს მოგება 2024 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით, 1,13 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
კომპანიის შემოსავალმა 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
მწარმოებლის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიამ ბაზარს პირველ კვარტალში 386,8 ათასი მანქანა მიაწოდა. ეს 20%-ით ნაკლებია 2023 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით.
კომპანიამ გაყიდვების ვარდნა წითელ ზღვაში კონფლიქტით, ბერლინში ტესლას ქარხანაში ხანძრით, ასევე ელექტრო მანქანების ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით ახსნა.