ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ პირველ კვარტალში შეამცირა ელექტრო მანქანების ფასები მსოფლიოში, მას შემდეგ რაც გაყიდვები, პირველად თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, დაეცა.

კომპანიამ Model 3-ის საწყისი ფასი ჩინეთში 14 000 იუანით (1 930 აშშ დოლარი) შეამცირა 231 900 იუანამდე (32 000 აშშ დოლარი).

გერმანიაში უკანა ამძრავიანი Model 3-ის ფასი თებერვლიდან 42990 ევროდან 40990 ევრომდე (43670.75$) შემცირდა.

Tesla-მ შეერთებულ შტატებში ფასები შეამცირა.

Tesla-ს წარმომადგენლის თქმით, ფასების შემცირება ასევე მოხდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში.