მსოფლიოში უძველესი ებრაული ბიბლია ნიუ იორკში სოტბის აუქციონზე გაიყიდება. სავარაუდო ღირებულებად 50 მილიონი დოლარი სახელდება. ამით ის შესაძლოა გახდეს ყველაზე ძვირფასი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.

გაყიდვამდე ბიბლია, რომელიც ცნობილია როგორც Codex Sassoon, ისრაელში იყო გამოფენილი საზოგადოებისთვის დასათვალიერებლად. 1100 წლით დათარიღებული წიგნი ითვლება უძველეს და სრულყოფილ ებრაულ ბიბლიად. ამჟამად მას მხოლოდ 12 გვერდი აკლია.

სავარაუდოდ, ბიბლია გადააჭარბებს ბილ გეითსის მიერ ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის შესყიდვის ფასს - 30,8 მილიონ დოლარად 1994 წელს, ხოლო კენ გრიფინის მიერ ნაყიდ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი გამოცემის ფასსაც 43,2 მილიონ დოლარად 2021 წელს.