ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით, ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
„იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტი ფედერალიზმისა და ევროკომისიისთვის სუვერენიტეტის გადაცემისკენ ისწრაფვის, ეს კენჭისყრა გვახსენებს, რომ შესაძლებელია სხვა ევროპის არსებობა, თავისუფალი და სუვერენული ერების ევროპის, რომლებიც საერთო ინტერესების სფეროებში ნებაყოფლობით თანამშრომლობენ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.













