ADB-ის წარმომადგენელი: საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზ...
კითხვაზე: როგორ აფასებს ADB
საქართველოს
ენერგოუსაფრთხოებას,
განახლებადი ენერგიის
პოტენციალსა და მწვანე
ენერგიაზე გარდამავალ
პროცესს? როგორ
შეაფასებდით ქვეყნის
პოტენციალს ამ
მიმართულებით? ლესლი
ბეარმან ლამი
აღნიშნავს:„განახლებად
ენერგიას შეუძლია
ცენტრალური როლი
შეასრულოს საქართველოს
ენერგოუსაფრთხოების
გაძლიერებაში -
იმპორტირებულ საწვავზე
დამოკიდებულების
შემცირების, ენერგომიქსის
დივერსიფიკაციისა და გარე
საფასო და მიწოდების
შოკების მიმართ
მოწყვლადობის შემცირების
გზით. ADB მხარს უჭერს
საქართველოს ენერგეტიკულ
სექტორს ინვესტიციების,
სტრატეგიასთან
დაკავშირებით
თანამშრომლობისა და
შესაძლებლობების
გაძლიერების
გაერთიანებული
მიდგომით.ჩვენ ხელი
შევუწყვეთ საქართველოს
ელექტროენერგიის
გადამცემი სისტემის
მოდერნიზაციასა და
გაძლიერებას, რათა ის უფრო
ეფექტიანი და ფინანსურად
მდგრადი გამხდარიყო. 2025
წელს ADB-მა დაამტკიცა 104
მილიონი აშშ დოლარის
ოდენობის ინვესტიცია
საქართველოში პირველი
ენერგიის სააკუმულატორო
ქვესადგურის შესაქმნელად -
ეს განახლებადი ენერგიის
ინტეგრაციისკენ
გადადგმული მნიშვნელოვანი
ნაბიჯია, ელექტროსისტემის
სტაბილურობის
გასაუმჯობესებლად და
მეზობელ ქვეყნებზე
დამოკიდებულების
შესამცირებლად. ეს
ინიციატივა ასევე ქმნის
სივრცეს სუფთა ენერგიის
წარმოებაში კერძო
სექტორის უფრო აქტიური
მონაწილეობისათვის.ADB
უშუალოდ მუშაობს
განახლებადი ენერგიის
კერძო დეველოპერებთან. 2020
წელს ADB-მა წამყვანი
ინვესტორის როლი შეასრულა
Georgia Global Utilities-ის მიერ
გამოშვებულ 250 მილიონი აშშ
დოლარის მწვანე
ობლიგაციაში, ხოლო 2022 წელს
მონაწილეობა მიიღო Georgian Renewable
Power Operations-ის მიერ გამოშვებულ 80
მილიონი აშშ დოლარის
მწვანე ობლიგაციაში - ორივე
შემთხვევაში ობლიგაციები
უზრუნველყოფილი იყო ჰიდრო
და ქარის ენერგიის
პროექტებით, რომელთა
ჯამური სიმძლავრე 70
მეგავატს აღემატებოდა.
უფრო ადრე, ADB-მა დააფინანსა
აჭარისწყლის ჰესის
პროექტი - 185 მეგავატიანი
ჰიდროელექტროსადგური
აჭარაში.
ჰიდროელექტროსადგურების
ამ კასკადს, მათ შორის
შუახევის ჰესს,
მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვს საქართველოს
განახლებადი ენერგიის
მიწოდებაში და ხელს უწყობს
საზღვართშორისი
ელექტროენერგიის
ვაჭრობას.ADB ეხმარება
მთავრობებს გამჭვირვალე
სატენდერო და შესყიდვების
ჩარჩოების შემუშავებაში,
სექტორის დაგეგმვის
გაუმჯობესებასა და
პროექტებში
კლიმატმედეგობისა და
მდგრადობის სტანდარტების
ინტეგრირებაში. ეს
ინტეგრირებული მიდგომა
უზრუნველყოფს, რომ
განახლებადი ენერგიის
ინვესტირებით არა მხოლოდ
აშენდეს ინფრასტრუქტურა,
არამედ იყოს ფინანსურად
სიცოცხლისუნარიანი,
გარემოსდაცვითად
მართებული და
შეესაბამებოდეს
გრძელვადიანი
ენერგეტიკული გარდაქმნის
მიზნებს. ინოვაციების
მომდევნო ეტაპის
მხარდასაჭერად, ADB უწევს
ტექნიკურ დახმარებას
რამდენიმე ინიციატივას,
მათ შორის:
ელექტროენერგეტიკული
ბაზრის შეფასებას,
განახლებადი ენერგიის
დეველოპერების
შესაძლებლობების
გაძლიერებას, მცირე და
საშუალო ზომის საბჭოთა
პერიოდის ჰესების
რეაბილიტაციას, მწვანე
წყალბადის პოტენციალის
შეფასებას, და ენერგეტიკულ
სექტორში კერძო სექტორის
ჩართულობის სტიმულირების
მიზნით საჭირო პოლიტიკისა
და საინვესტიციო
საჭიროებების
გამოვლენას“, - განაცხადა
ლესლი ბეარმან ლამი.მას
ასევე ჰკითხეს თუ რა
ნაბიჯები უნდა გადადგას
საქართველომ კერძო
სექტორისა და მცირე და
საშუალო საწარმოების
კონკურენტუნარიანობის
გასაძლიერებლად?როგორც
ლესლი ბეარმან ლამი
აღნიშნა, კერძო სექტორის
განვითარება და მცირე და
საშუალო საწარმოების
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერება მოითხოვს
კომპლექსურ და
ინტეგრირებულ
მიდგომას.„კერძო სექტორის
განვითარება და მცირე და
საშუალო საწარმოების
კონკურენტუნარიანობის
გაძლიერება მოითხოვს
კომპლექსურ და
ინტეგრირებულ მიდგომას.
ძირითადი პრიორიტეტებია
ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესება -
განსაკუთრებით
გრძელვადიანი და
ადგილობრივ ვალუტაში
დაფინანსების
მიმართულებით -
კომპანიების
შესაძლებლობების
გაძლიერება უნარების
განვითარებისა და
ინოვაციების მხარდაჭერის
გზით, ასევე იმ
ინფრასტრუქტურული
ხარვეზების აღმოფხვრა,
რომლებიც პროდუქტიულობას
ზღუდავს, განსაკუთრებით
თბილისის ფარგლებს
გარეთ.ქალების
საკუთრებაში ან
ხელმძღვანელობით არსებული
საწარმოებისთვის
ფინანსებზე წვდომის
გაფართოება, ისევე როგორც
მსხვილი ქალაქებისა და
რეგიონული ცენტრების
მიღმა დაფინანსების
ხელმისაწვდომობის გაზრდა,
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია სოფლის
თემებში მდგრადი საარსებო
წყაროების შესაქმნელად და
საქართველოს ეკონომიკური
მდგრადობის
გასაძლიერებლად. ამ
კონტექსტში, ADB
თანამშრომლობს ადგილობრივ
კომერციულ ბანკებთან, რათა
გენდერულ, მწვანე და მდგრად
ობლიგაციებში
ინვესტირების გზით
უზრუნველყოს მცირე და
საშუალო საწარმოებისთვის
ხელმისაწვდომი ფინანსური
რესურსების მიწოდება, ხელი
შეუწყოს ინკლუზიურ და
გარემოსდაცვითად
პასუხისმგებელ ზრდას და
უზრუნველყოს გარანტიები
სავაჭრო
დაფინანსებისთვის.ადგილობრივი
საწარმოების გაძლიერება
ასევე დაეხმარება
საქართველოს ექსპორტზე
მაღალი დამოკიდებულების
შემცირებას და ძირითადი
საქონლის ფასების
მერყეობით გამოწვეული
რისკების შერბილებას“, -
განაცხადა ლესლი ბეარმან
ლამიმ.Business Insider Georgia-ს
წარმომადგენელი ასევე
დაინტერესდა თუ როგორ
აფასებს ADB საქართველოს
კაპიტალის ბაზრის
განვითარებას და რა
ძირითადი რეკომენდაციები
არსებობს ადგილობრივი
ფინანსური ბაზრების
გაღრმავებისათვის?ლესლი
ბეარმან ლამის
განცხადებით, საქართველოს
კაპიტალის ბაზარი
საინვესტიციოდ
მიმზიდველია, მდგრადია და
ღიაა საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის
დასამკვიდრებლად.„მდგრადი
და ინკლუზიური ეკონომიკის
ჩამოსაყალიბებლად
აუცილებელია სტაბილური,
გრძელვადიანი დაფინანსება
ადგილობრივ ვალუტაში. ბოლო
წლებში ADB-მ კატალიზატორის
როლი შეასრულა
საქართველოს კაპიტალის
ბაზრის გაძლიერებაში -
ადგილობრივ ვალუტაში
ობლიგაციების გამოშვების
მხარდაჭერისა და უცხოურ
ვალუტაზე დაფინანსების
დამოკიდებულების
შემცირების
გზით.რამდენიმე ლარში
დენომინირებული
ობლიგაციის გამოშვებაში
წამყვანი ინვესტორის
სახით მონაწილეობით, ADB-მა
ხელი შეუწყო ინვესტორთა
ნდობის გაძლიერებას და
ბაზარზე უფრო
გრძელვადიანი ფინანსური
ინსტრუმენტების
დამკვიდრებას. ADB-ს მიერ
ადგილობრივ ობლიგაციებში
განხორციელებულმა
ინვესტიციებმა ასევე
მხარი დაუჭირა მდგრადი
დაფინანსების
განვითარებას. ადგილობრივ
ვალუტაში გამოშვებული
მწვანე და მდგრადობასთან
დაკავშირებული
ობლიგაციების
მხარდაჭერით, ADB-მა კაპიტალი
მიმართა ისეთ პრიორიტეტულ
დარგებში, როგორიცაა
განახლებადი ენერგია,
კლიმატმედეგი
ინფრასტრუქტურა და
ენერგოეფექტიანობა.სუვერენული
ინსტრუმენტების ფარგლებს
მიღმა, ADB-ს მხარდაჭერამ
ადგილობრივი საფინანსო
ინსტიტუტების მიერ ლარში
გამოშვებული ობლიგაციების
მიმართ გააფართოვა
ბიზნესისთვის,
განსაკუთრებით მცირე და
საშუალო საწარმოებისთვის,
გრძელვადიან
დაფინანსებაზე წვდომა.
როდესაც დაფინანსება
ადგილობრივ ვალუტაში უფრო
ხელმისაწვდომია, ქართული
კომპანიები უფრო მზად
არიან ინვესტირებისთვის,
გაფართოებისა და სამუშაო
ადგილების შესაქმნელად,
ზედმეტი სავალუტო რისკის
აღების გარეშე.ამ
მხარდაჭერის ეფექტი
ცალკეულ ტრანზაქციებს
სცდება. ADB-ის ჩართულობამ
ბაზარს გაუგზავნა მკაფიო
სიგნალი: საქართველოს
კაპიტალის ბაზარი
საინვესტიციოდ
მიმზიდველია, მდგრადია და
ღიაა საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკის
დასამკვიდრებლად. შედეგად
გაიზარდა ბაზრის
ლიკვიდობა, გაფართოვდა
ინვესტორთა ბაზა და
გაძლიერდა იმპულსი
ადგილობრივ ვალუტაში
დაფინანსების გაფართოების
მიმართულებით“, - განაცხადა
ლესლი ბეარმან ლამიმ.Business Insider
Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ
ჩაწერა აზიის
განვითარების ბანკის
წარმომადგენლობის
დირექტორთან
საქართველოში. ინტერვიუში
ლესლი ბეარმან ლამი,
საუბრობს საქართველოს
მაკროეკონომიკურ
გარემოზე, ADB-ის პრიორიტეტულ
სექტორებზე ქვეყნის
კონტექსტში, საინვესტიციო
გარემოსა და
კონკურენტუნარიანობაზე,
ეროვნული ბანკის (სებ-ის)
მონეტარულ პოლიტიკაზე,
საქართველოს როლზე
რეგიონულ
დაკავშირებადობაში და
საზღვართშორის
ინფრასტრუქტურულ
დერეფნებში, საქართველოს
ენერგოუსაფრთხოებასა და
ამ მიმართულებით არსებულ
პოტენციალზე, აზიის
განვითარების ბანკის (ADB)
თანამშრომლობის
ეფექტიანობაზე
საქართველოს
მთავრობასთან, სტრუქტურულ
რეფორმებზე, მიმდინარე და
სამომავლო ეკონომიკურ
პერსპექტივებზე.
1777879826