ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors Co. (GM) და სამხრეთ კორეის LG Energy Solution-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო აშშ-ში ბატარეების მეოთხე ქარხნის აშენება, იუწყება The Wall Street Journal (WSJ).

გამოცემის წყაროების ცნობით, პროექტზე GM-სა და LG Energy-ის ტოპ მენეჯერებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, უშედეგოდ დასრულდა.

50/50 ერთობლივი საწარმო ორ კომპანიას შორის - Ultium Cells LLC, აშენებს ბატარეის ორ ქარხანას ტენესსა და მიჩიგანში, გარდა ერთის, რომელიც უკვე მუშაობს ოჰაიოში. GM-ისა და LG Energy-ის ჯამურმა ინვესტიციებმა აღნიშნულ პროექტებში $6,5 მილიარდს გადააჭარბა.

GM-ის ხელმძღვანელებმა გასული წლის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ემზადებიან მეოთხე ქარხნის მშენებლობის პროექტის დეტალების გამოცხადებისთვის. თუმცა, პროცესი გაჭიანურდა, რადგან სამხრეთ კორეის კომპანიას არ სურდა აშშ-ის ახალ ინვესტიციაში შესვლა მაკროეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით, აცხადებენ წყაროები.

გასულ წელს კომპანიამ გამოაცხადა ოჰაიოში ქარხნის აშენების გეგმების შესახებ Honda Motor Co.-თან პარტნიორობით და ობიექტი კანადაში Stellantis NV-სთან ერთად.

WSJ-ის წყაროების ცნობით, GM, გარდა LG Energy-ისა, აწარმოებს მოლაპარაკებებს ბატარეების სულ მცირე ერთ სხვა მომწოდებელთან, რომ ააშენოს ქარხანა აშშ-ში.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ვგეგმავთ ინვესტირებას აშშ-ის მეოთხე ბატარეის ობიექტში“, - აღნიშნეს GM-ში და უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე სამხრეთ კორეელ პარტნიორთან დავის შესახებ.

20 იანვარს GM-მა გამოაცხადა, რომ მეორე და მესამე Ultium Cells ქარხნები გაიხსნება 2023 და 2024 წლებში. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ელოდებიან ელექტრომობილების გაყიდვების გაზრდას ჩრდილოეთ ამერიკაში 2025 წლისთვის 1 მილიონ ერთეულამდე.

სანდრო პირველი