Ford Motor-ი შეერთებულ შტატებში საჭის სვეტის დეფექტის გამო 115 540 ავტომობილს უკან იხმობს.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ამ პრობლემამ შესაძლოა კონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს. გამოხმობა ეხება 2020-2021 წლებში წარმოებულ F-250, F-350 და F-450 მოდელებს.
Ford-ის დილერები საჭიროების შემთხვევაში უფასოდ შეამოწმებენ და შეაკეთებენ ან შეცვლიან დეფექტურ კომპონენტს.