FETO-ს ხელმძღვანელი, ფეთჰულა გიულენი, რომლის ორგანიზაციაც თურქეთში ტერორისტულადაა გამოცხადებული, აშშ-ში გარდაიცვალა.

ამის შესახებ გამოცემა Haberturk პორტალ FETO-ზე დაყრდნობით იტყობინება. გიულენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში FETO-ს ლიდერის, ებუსელემე გიულენის ძმისშვილმა დაადასტურა.

გიულენს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანი, 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შთამაგონებელს უწოდებდა. ერდოღანი ითხოვდა მის ექსტრადირებას. თავად გიულენი გადატრიალებაში მონაწილეობას უარყოფდა.