ოქროს ფასი სამშაბათს მეორე სესიაზე ეცემა, დოლარის ზრდის ფონზე, მაშინ როცა ინვესტორები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკისგან საპროცენტო განაკვეთის ზრდას ელოდებიან.

ამგვარად, სამშაბათს ნაშუადღევს ოქროს ფასი დაეცა 0,57%-ით - 1,906,98 დოლარამდე უნციაზე. პალადიუმი უნციაზე 1750,5 დოლარად ივაჭრებოდა, ვერცხლი კი 1,78%-ით გაიაფდა და 23,96 აშშ დოლარს შეადგენს.

პლატინის ფასი 0,82%-ით დაეცა და $1053,72 შეადგინა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ოქროს ფასმა შეიძლება მიაღწიოს რეკორდულ მაჩვენებელს წელს, $2000-ზე მეტი, რადგან Fed ანელებს განაკვეთების ზრდის ტემპს და საბოლოოდ აპირებს შეაჩეროს ეს პროცესი.

გიორგი არაბული