ბულგარეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა ხვალ ეწურება, არ გაახანგრძლივოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლების მიმართ მადლობა გამოთქვა.

„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მის გუნდს, ასევე ბულგარელ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს. ბულგარეთი არის ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ივნისში, ევროკავშირი ხუთ წევრ სახელმწიფოში მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას დაეთანხმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ადანაშაულებენ.