აზერბაიჯანში მომავალ, 2027 წელს საშუალო თვიური პენსია, პროგნოზის თანახმად, 640 მანათამდე გაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მუსა გულიევმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

„ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების ზრდა ხელს შეუწყობს სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, რომელიც მან პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ მე-8 ყრილობაზე ხელფასების, პენსიების, შემწეობებისა და სტიპენდიების გაზრდასთან დაკავშირებით გააკეთა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური დაცვის განმტკიცებისთვის.

2026 წელს ქვეყნის მიერ მიღწეულმა ეკონომიკურმა წარმატებებმა ხელსაყრელი საფუძველი შექმნა 2027 წელს სოციალურად ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკის გასაგრძელებლად. დაგეგმილი ზრდა ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოსავლების მატებასა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს საშუალო თვიური პენსია 45 მანათით გაიზრდება და 640 მანათს მიაღწევს“, — აღნიშნა მუსა გულიევმა.

*ცნობისთვის, 1 აზერბაიჯანული მანათი 1.56 ლარს შეადგენს