აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა (CBA) საპროცენტო განაკვეთის დერეფნის პარამეტრებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით, მარეგულირებლის საბჭომ გადაწყვიტა ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 6.5%-ზე შენარჩუნება.

საპროცენტო განაკვეთის დერეფნის ქვედა ზღვარი 5.5%-ზე, ხოლო ზედა ზღვარი 7.5%-ზე რჩება.