15 მარტს აშშ-ის ელექტრონული სააქციო ბირჟა Nasdaq-მა რამდენიმე რუსული კომპანიის დელისტინგის შესახებ გამოაცხადა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ საფონდო ბირჟაზე ამ კომპანიების ფასიანი ქაღალდების კვოტირება აიკრძალა.

როგორც ამერიკული სავაჭრო პლატფორმის შეტყობინებაშია ნათქვამი, მან Yandex N.V.-ს, Ozon Holdings Plc-ს, Qiwi Plc-ს და HeadHunter Group Plc-ს აცნობა, რომ 24 მარტიდან მათი აქციები „ლისტინგიდან“ წაიშლება, თუ კომპანიები ამ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ Nasdaq-მა 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ერთდროულად შეაჩერა ვაჭრობა ჩამოთვლილი ემიტენტების აქციებით. მას შემდეგ ისინი არ განახლებულა.