მაისში ჩინეთის ექსპორტის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 7,5%-ით შემცირდა და 283,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს არის პირველი კლება ბოლო 3 თვის განმავლობაში.

Trading Economics-ის მიხედვით, ანალიტიკოსები საშუალოდ მხოლოდ 0,4%-ით შემცირებას ელოდნენ.

იმპორტი 4,5%-ით შემცირდა - 217,69 მლრდ აშშ დოლარამდე, ამასთან, მაჩვენებელი ზედიზედ მესამე თვეა ეცემა.

ექსპერტები იმპორტის უფრო მკვეთრ კლებას ელოდნენ - 8%-ით.