„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, QR კოდით თანხის განაღდებას თავისი უპირატესობები აქვს.
„მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია - თქვენი იდენტიფიცირება ხდება სახის ან ანაბეჭდის ვერიფიკაციით თქვენივე ტელეფონში.
უფრო უსაფრთხოა - QR განაღდება არის უსაფრთხო, რადგან თქვენ დაცული ხართ მობაილბანკში ბიომეტრიული იდენტიფიკაციით და დამატებით ერთჯერადი კოდით, რომელიც თქვენ მოგდით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.
2-ჯერ უფრო სწრაფია - QR მეთოდით განაღდებას სჭირდება 2-ჯერ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბარათით ბანკომატიდან განაღდებას.
პროცესი უკონტაქტოა - თანხის განაღდებისას თქვენ არ ეხებით ბანკომატს. პროცესი სრულად იმართება მობილური ტელეფონიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თიბისის“ ცნობით, იმისათვის რომ QR-ით თანხის განაღდებით ისარგებლოთ, საჭიროა:
- განაახლოთ მობაილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე
- გახსენით მობაილბანკი, აირჩიეთ QR ნიშანი ზედა მარჯვენა კუთხეში
- დაასკანერეთ QR კოდი ბანკომატის ეკრანზე
- აირჩიეთ ან შეიყვანეთ თანხა
- აირჩიეთ ბარათი
- დაადასტურეთ თანხა SMS კოდით
- გაანაღდეთ და აიღეთ თანხა