სამომხმარებლო სესხების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა "ბიზნესპარტნირის" ხუთშაბათის ეთერში განაცხადა.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მოსალოდნელია გარკვეული კორექტირებები არა გამკაცრების მიმართულებით. თუმცა არ დაუკონკრეტებია შერბილება ისევე მყისიერი იქნება როგორც გამკაცრება, შარშან, აგვისტოში. თუ სამომხმარებლო სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდის ლოდინი ბაზარს კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს.

მისივე თქმით, მოთხოვნის მხრიდან რისკები განეიტრალებულია. დაკრედიტების წლიური ზრდა 14% ზეა დასტაბილურებული, რაც მდგრადად მიიჩნევა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სავალუტო სესხების ზრდის ტენდენციაზეც აღნიშნა და საფრთხეებზე. სავალუტო მსესხებელს შეახსენა კოვიდის პერიოდი, ევროში ყოველი მე-3 და აშშ დოლარში ყოველი მე-5 სესხის გაპრობლემების. მოქალაქეები გააფრთხილა სავალუტო რისკები დაიზღვიონ და ლარში ისესხონ.

მისივე ინფორმაციით, სავალუტო დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნესსექტორში შეინიშნება. ამასთან გლობალური განაკვეთების შესაძლო ზრდაზეც მიანიშნა. დღეს პოლიტიკას ევროპის ცენტრალური ბანკი გაამკაცრებს. 10 დღეში კი ფედრეზერვის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.