გალტ & თაგარტის 1–5 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციები მწვანე ზონაში ივაჭრებოდა, ხოლო ერთი კომპანია მინუსშია როგორც წინა კვირასთან, ისე წინა თვესთან შედარებით.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 91.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.34% წინა კვირასთან შედარებით და +16.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 224 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 89.45 - 94.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 40.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.10% წინა კვირასთან შედარებით და -6.05% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.90 - 41.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 116 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 28.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.52% წინა კვირასთან შედარებით და +11.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 178 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.70 - 29.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.