თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს მუდმივად სთავაზობს, რომლებიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ. ერთიანად გადასახდელი წლიური 250₾-იანი აბონემენტის ან ერთთვიანი 40₾-იანი აბონემენტის ნაცვლად, მომხმარებლები სააქციო პერიოდში თვეში მხოლოდ 20 ლარს გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ სრულწლოვან მომხმარებლებს, ფიზიკური ბარათის გამოყენებით.

კიდევ ერთი სიახლე პირველი სწრაფი სამომხმარებლო სესხის აღებას უკავშირდება. მომხმარებლები, რომლებიც ამ ტიპის სესხს თიბისიში პირველად იღებენ, 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლებენ და სესხს დამატებითი ერთჯერადი გაცემის საკომისიოს გარეშე მიიღებენ.

გაფართოვდა მობაილბანკის კრიპტო პლატფორმის შესაძლებლობებიც - ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს ხუთი ახალი კრიპტოაქტივი: HYPE, MNT, KAS, SKY და PENGU დაემატა. შედეგად, პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კრიპტოაქტივის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი.

ოქტომბრის სიახლეებს შორისაა Visa+-იც - პირველად საქართველოში, თიბისის მობაილბანკში მომხმარებლებს შეუძლიათ, საბანკო ბარათს ტელეფონის ნომერი დაუკავშირონ და Visa+-ის საშუალებით საერთაშორისო მასშტაბით თანხა მხოლოდ ტელეფონის ნომრით გაგზავნონ და მიიღონ. სერვისი ასევე იძლევა მობაილბანკიდან საერთაშორისო მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობას.

თიბისის მობაილბანკი აგრძელებს განვითარებას და მომხმარებლებს სულ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული განახლების მიზანი ყოველდღიური საჭიროებების გამარტივება, დროის დაზოგვა და კიდევ უფრო კომფორტული ციფრული გამოცდილების შექმნაა.