გალთ & თაგარტის 19–23 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა, თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა საქართველოს ბანკის ჯგუფმა აჩვენა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +15.01% წინა კვირასთან შედარებით და +22.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 413 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.85 - 47.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.01% წინა კვირასთან შედარებით და +6.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.15 - 30.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.77% წინა კვირასთან შედარებით და +17.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 729 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 - 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.