"მაისში სალარე დეპოზიტების ზრდა და ამის პარალელურად, საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ ინვესტორების ნდობა მაღალია და სექტორის მიმართ პოზიტიური მოლოდინები არსებობს" - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  

"მაისში სალარე დეპოზიტების 18%-იანი ზრდის ფონზე, რაც სამჯერ აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპს, და იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობასთან ერთად, ხაზს უსვამს დოლარიზაციის შემცირებულ მაჩვებებელსაც( 50 %-ზე დაბლაა ჩამოსული), იზრდება საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობაც.

აღსანიშნავია, რომ კრედო ბანკმა რომელიც საშუალო სიდიდის ბანკია Symbiotics Investments-ისგან 13 მილიონი დოლარის (36 მილიონი ლარი) მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სამწლიანი რესურსი მიზნად ისახავს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერას.

ამასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, აპრილ-მაისში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, კრედო ბანკისათვის კრედიტის გამოყოფა მიანიშნებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობას ქვეყნის საფინანსო სისტემისადმი და პოზიტიურ მოლოდინებსაც უსვამს ხაზს, რაც თავის მხრივ წამყვანი კომერციული ბანკებისათვის საინვესტიციო რესურსების უპრობლემოდ მოზიდვის კარგი წინაპირობაა!

შემთხვევითი არ არის, რომ სადეპოზიტო ბაზის ლარიზაციის ზრდა, რაც საკრედიტო რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა, თანმდევია მაისში დაკრედიტების მაჩვენებელის მაღალი 19%-ით ზრდისა, მათ შორის ლარში 21 %-ით.
ნიშანდობლივია, რომ პირველი ოთხი თვის ზრდის საშუალო 9%-იანი ზრდის, ხოლო აპრილში სულაც სარეკორდო 11.8 %-იანი ზრდის პირობებში, ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და 5.2%-დან 6%-მდე შეიცვალა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა 4.8 %-დან 5.2 %-მდე, რაც სტაბილურ მაკროონომიკურ პარამეტრეზე და პოზიტიურ მოლოდინებზე მიუთითებს.

ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათსაც უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე, მათ შორის საბანკო სექტორში, რაც ოპოზიციური ტელეარხებიდან ლამის უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს!".