საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბანკებისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე გაზრდა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მატებას გამოიწვევს.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოგების გადასახადის გაზრდა საბანკო სექტორისთვის მოულოდნელი იყო.

„მოგების გადასახადის გაზრდა მოსალოდნელი არ ყოფილა, თუმცა გასაგებია.

ნებისმიერი გადასახადის გაზრდა იწვევს საბოლოო პროდუქციის გაძვირებას. ჩვენს შემთხვევაში პროდუქტი ძირითადად არის სესხები. შესაბამისად, მოხდება გაძვირება. პროდუქტიდან გამომდინარე, ლარის სესხებზე პროცენტის ზრდა შედარებით ნაკლები იქნება, ალბათ - 0.2% - 0.3%, დოლარის სესხებზე კი ალბათ 0.5%“, - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდნენ.