სებ-მა  საგადახდო მომსახურების პროვაიდერი  „ოპპა“ დააჯარიმა. მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ჯარიმა 3 000  ლარს შეადგენს.

"განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი სს „ოპპა“-ს (ს/ნ: 248429598) დაჯარიმება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო,"- განმარტავენ სებ-ში.