29 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ვალუტა - #ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებად გამოცხადდა.

„ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც განძს, ქონებას ნიშნავს და „ვეფხისტყაოსანშიცაა“ გამოყენებული. ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად ასევე განიხილებოდა „მანეთი“, „ქართული მანეთი“, „მარჩილი“, „ქართი“ და „რვალი“.

2014 წლიდან ლარს თავისი სიმბოლო აქვს - ₾, რომელიც ქართულ ანბანს ეფუძნება. სიმბოლოს ავტორი კი მალხაზ შველიძეა.

ქართულს ფულს 26-საუკუნოვანი ისტორია გააჩნია და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სებ-ი ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. ლარის შემოღება საეტაპო მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში.

სურათზე ნაჩვენებია 2, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების ესკიზები. ეს ესკიზები საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. 2-ლარიანზე გამოსახულია გრიგოლ გაგარინის ნახატი „ტფილისის ბაღები, ცეკვა“, 10 ლარიანზე - ნიკოლოზ მუხრან-ბატონის ოჯახის ჯგუფური პორტრეტი, 20 ლარიანზე - ქართული თეატრალური დასი.