მ/ო ემბისიმ (MBC) მესამე კვარტალში წმინდა მოგება 721 ათასი ლარით გაზარდა და 9 თვის მდგომარეობით, მისოს წმინდა მოგებამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა.

MBC, 100 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, მიკროსაფინანსო დაკრედიტების ბაზარზე, 7%-მდე წილით არის წარმოდგენილი.

მისო მომავალი წელს საკრედიტო აქტივობას უკვე მიკროსაბანკო ბაზარზე აპირებს. როგორც ბევრჯერ არის უკვე გაცხადებული, ის მიკრობანკად უნდა ტრანსფორმირდეს.

წლის დასაწყისიდან მისოს საკრედიტო დაბანდება 8 მილიონი ლარით არის გაზრდილი. MBC არაუზრუნველყოფილ სესხს წლიურ 25-34%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-25%-ის ფარგლებში გასცემს. მენეჯმენტი განაკვეთების დაწევას ბანკად გარდაქმნის შემდეგ გვპირდება. 

წყარო: BP.GE