ბოლო 10 წელიწადში, ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. ბანკების აქტივები შედარებისთვის თითქმის 14 მილიარდი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი. ეს რა თქმა უნდა, სულ სხვა მოცემულობაა“, - განაცხადა პრემიერმა.