საქართველოს ბანკის ციფრულ ეკოსისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს გადახდების მენეჯერი ასრულებს. მისი მეშვეობით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, გადახდების მეთოდების ინტეგრაცია ელ-კომერციის პლატფორმებზე ან ფიზიკურ მაღაზიებში სრულად დისტანციურად მოითხოვონ. ამასთან, ვაჭრობისას მიღებული ტრანზაქციები მართონ და გააანალიზონ. პლატფორმის უპირატესობა ისიცაა, რომ იგი გადახდის ათამდე მეთოდს აერთიანებს, სია კი მუდმივად იზრდება და ახლახან მას ბმულით გადახდა დაემატა.

გადახდების მენეჯერის Product Owner-ები, მარიამ ახალაძე და ნინო ჯაფარიძე საუბრობენ, თუ რა მიზნით შეიქმნა ბმულით გადახდის მეთოდი და როგორ ვითარდება გადახდების მენეჯერი.

პირველ რიგში, ვისაუბროთ გადახდების მენეჯერზე - რა უპირატესობები აქვს ამ პლატფორმას და რაში ეხმარება ბიზნესებს?

„გადახდების მენეჯერის უპირატესობა, პირველ რიგში, არის მარტივი ონბორდინგის პროცესი, რაც გულისხმობს პლატფორმაზე ნებისმიერი გადახდის მეთოდის მოთხოვნას ციფრულად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე. ციფრულადვე იმართება მიღებული გადახდები. ასევე, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ნახოს გადახდების ანალიტიკა, რაც ეხმარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

რამდენად მრავალფეროვანია გადახდების მეთოდების არჩევანი პლატფორმაზე?

ნინო ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერზე ნებისმიერი სეგმენტის თუ სფეროს წარმომადგენელ მერჩანტს შეუძლია საკუთარ საჭიროებებზე მორგებული გადახდის მეთოდი იპოვოს. მათ შორისაა ბარათით, ნაწილ ნაწილ, ონლაინ განვადებით, სასაჩუქრე ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდა და სხვა.

ვისაუბროთ სიახლეზეც - ბმულით გადახდის მეთოდზე. რა გზა უნდა გაიაროს ერთი მხრივ ბიზნესმა და მეორე მხრივ, მომხმარებელმა იმისათვის, რომ გადახდის ამ მეთოდით ისარგებლოს?

„დღეს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ბიზნესია, რომელსაც სურს ონლაინ გადახდების მიღება, თუმცა არ აქვს ვებგვერდი. სწორედ ასეთი ბიზნესებისთვის არის შექმნილი ბმულით გადახდის მეთოდი, რომლის მოთხოვნაც ბიზნესს ვებგვერდიდან manager.bog.ge შეუძლია. რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ, ბიზნესს უკვე აქვს შესაძლებლობა, ახალი ბმული დააგენერიროს და ის საკუთარ მომხმარებელს სასურველი არხით - SMS-ით ან სხვა გზით გაუზიაროს. შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია გადახდა განახორციელოს იმ მეთოდით, რომელიც ბიზნესს გააქტიურებული აქვს“, - ამბობს მარიამ ახალაძე.

რა იყო ლინკით გადახდის მეთოდის შექმნის მიზანი - რა უპირატესობა აქვს მას სხვა მეთოდებთან შედარებით?

როგორც ნინო ჯაფარიძე ამბობს, ბმულით გადახდის შექმნის მიზეზი ბაზარზე არსებული მოთხოვნა იყო.

„მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ ბიზნესი მომხმარებელს სანდო გადახდის საშუალებას სთავაზობს, თვითონ კი მარტივად, მხოლოდ რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ იღებს გადახდას, მაშინ, როდესაც სტანდარტული ელ.კომერციის პლატფორმის შემთხვევაში, დეველოპმენტია საჭირო“.

ვისაუბროთ უსაფრთხოების სტანდარტებზე, რომლებიც როგორც გადახდების მენეჯერს, ისე ლინკით გადახდას გამოარჩევს:

„საქართველოს ბანკი გადახდების მენეჯერის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. პლატფორმაში ავტორიზაცია ხორციელდება SSO მეთოდით და ორმაგი აუტენტიფიკაციით, ხოლო ბმულით გადახდის დადასტურება ხდება ერთჯერადი კოდის გამოყენებით. ამ მიდგომით ბანკი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებისა და მერჩანტების ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად დაცული, მათი ნებისმიერი ქმედება პლატფორმაზე კი - უსაფრთხო“, - ამბობს მარიამი.

რა როლი უჭირავს მომხმარებლის უკუკავშირს ამ პროდუქტის შექმნის პროცესში?

„კვლევები გვიჩვენებდა, რომ მსგავსი ტიპის გადახდის მეთოდის საჭიროება იდგა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიური კავშირი გვქონდა პოტენციურ მომხმარებლებთან, ვიღებდით მათგან უკუკავშირს და მათზე დაყრდნობით ვქმნიდით პროდუქტს“, - ამბობს ნინო.

და ბოლოს, რა ტიპის პლატფორმად უნდა იქცეს გადახდების მენეჯერი ბიზნესებისთვის?

„ჩვენი სამომავლო ხედვაა, გადახდების მენეჯერი იქცეს „ყველაფერი ერთ სივრცეში“ პლატფორმად, სადაც მერჩანტები შეძლებენ, დამოუკიდებლად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია და მომსახურება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პლატფორმა მუდმივად ვითარდება და ჩვენი მიზანია, ფეხი ავუწყოთ როგორც ჩვენი მომხმარებლების სურვილებს, ისე საერთაშორისო ტრენდებსა და სტანდარტებს. ამიტომაც, სამომავლოდ არაერთი ინოვაციური ინსტრუმენტის დამატება იგეგმება,“ - ამბობს მარიამ ახალაძე.

ბმულით გადახდის მეთოდის გამოსაყენებლად ეწვიეთ გადახდების მენეჯერს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.