2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.4%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6%-ით;
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით;
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით.

2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5%-იანი კლებით, რამაც -1.42 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.4%-ით.

საქსტატის მონაცემებით, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით.