ანალიტიკოსი ნიკა შენგელია პროგნოზირებს, რომ 15 ნოემბრამდე საწვავზე ფასები ომის დაწყებამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება  და 4 ლარამდე მოიმატებს. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი სოციალურ ქსელში წერს:

,,კარტელს ფასების ზრდის გასამართლებელი თემა აქვს, აგერ რუსეთიდან ექსპორტი შეიზღუდა და ჩვენ რა ვქნათო. ახლა მივმართავ ეკონომიკურ გუნდს,  როდესაც ატეხეთ ერთი ამბავი და ეიფორიაში იყავით, არიქა რუსეთიდან იაფიანი საწვავი შემოდის და ფასები უნდა დაიწიოსო... კონკურენციის სააგენტოს რომ დაევალა ბაზრის მოკვლევაა, შედეგი რა არის? 4 მილიონით დაჯარიმებული კარტელი და ისევ მაღალი ფასები, რომელიც კვლავ აიწევს?

აკი  ვამბობდით, რომ სექტემბრიდან ისევ დაიწყება ფასების მატება და ამას სხვა გზით უნდა ვუშველოთ! ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს საწვავის ფასებზე საუბარი და კარტელი განაიარაღოთ, საჭიროა სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტოს შექმნა, რაზეც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს. 

წელს დეკემბერში როგორც საწვავზე, ასევე ბევრ პროდუქტსა და საქონელზე იქნება ისეთი ფასები, რომელიც ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. შემდეგ ვიძახოთ ეკონომიკა გაიზარდა და ინფლაციამ მოიკლოო.

P.S. ამ გზრდილ ფასებს შემთხვევით  ევროკავშირის სტატუსის არმოცემა რომ დაემატოს და ამას კიდევ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მერე რა ხდება?

ბევრად უფრო ადვილია ამ სექტორში დანაშაულებრივი ან უმოქმედობის პოლიტიკის შედეგად მიღებული მოცემულობა გადააბრალო რუსეთის მხრიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვას. მაშინ, როდესაც კარტელის  ბანაკში, შენი ქვეყნის ორი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი მუშაობს და შენ სკოლაშიც შეიძლება კარგად ვერ სწავლობდი, როგორი ეკონომიკის მინისტრი ხარ, დებატებში უბრალო მოქალაქესთან არ გამოხვედი... არ გამოხვედი და არ აუხსენი შენი ქვეყნის მოქალაქეებს რა გეგმა გაქვს ამ სექტორში ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებით", - წერს ნიკა შენგელია.