მწვანე ენერგიის პოპულარიზაცია დღეს უკვე გლობალური ენერგეტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის ჩამოყალიბებული. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და მსხვილი კომპანიები სულ უფრო აქტიურად გადადიან  ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებზე.

„სოკარი“ ამ გლობალური გარდაქმნის აქტიური მონაწილეა და უწყვეტად ავითარებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურასა და ინოვაციურ პროექტებს.

გარემოზე ზრუნვა კომპანიის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ სოკარი აქტიურად უწყობს ხელს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესის გაძლიერებას. ამ მიმართულებით, კომპანია თანმიმდევრულად აფართოებს ინფრასტრუქტურას საქართველოს მასშტაბით.

უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის:

  • განთავსდა 21 ელექტრო დამტენი 16 ავტოგასამართ სადგურზე
  • დამონტაჟდა მზის პანელები 6 ავტოგასამართ სადგურზე
  • გაიხსნა პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური ამიერ კავკასიაში 

ბელიაშვილის N66-ში მდებარე ახალ ელექტრო დამტენ სადგურზე განთავსებულია ოთხი თანამედროვე დამტენი მოწყობილობა, რაც ერთდროულად ექვსი ელექტრომობილის დატენვის შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადგური აღჭურვილია მზის პანელებით და ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც ქმნის მდგრადი ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტს ჩვენს ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ დამუხტვის პროცესში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ WAY MART-ის სივრცით, სადაც უამრავი ექსკლუზიური და მრავალფეროვანი პროდუქციაა წარმოდგენილი. სივრცეს დამატებით კომფორტს სძენს ტერასა, რომელიც მომხმარებლებს სასიამოვნო გარემოში დასვენების შესაძლებლობას აძლევს.

აღნიშნული ინიციატივები წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ კომპანიის სტრატეგიული ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომლის მიზანია რეგიონის მასშტაბით ინოვაციური და მდგრადი ინფრასტრუქტურის ფორმირება.