აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ამ დროისთვის გახსნა 601 ბენზინგასამართი სადგური "SOCAR"-ის ბრენდით აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია იტყობინება.

„აზერბაიჯანში SOCAR-ს აქვს 60 ბენზინგასამართი სადგური და 13 ნავთობის ბაზა. დანარჩენი 541 ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებს 6 ქვეყანაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამავდროულად, საქართველოში SOCAR-ის ბრენდის ქვეშ 107 ბენზინგასამართი სადგური ფუნქციონირებს, მათგან 15-ს აქვს ელექტრომობილების დამუხტვის პუნქტი. კომპანიამ გახსნა 14 ბენზინგასამართი სადგური თურქეთში, 56 ბენზინგასამართი სადგური უკრაინაში, 75 კი რუმინეთში.

შვეიცარიასა და ავსტრიაში ფუნქციონირებს 289 ბენზინგასამართი სადგური SOCAR-ის ბრენდით და ელექტრომობილების დამუხტვის 8 პუნქტი.