SOCAR-ი თურქეთში Gama Enerji İç Anadolu ელექტროსადგურის (870 მეგავატი) 100%-იანი წილის შეძენას გეგმავს.

APA-ზე დაყრდნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-12 სხდომაზე გახდა ცნობილი.

SOCAR, რომელიც ენერგეტიკული თანამშრომლობის წამყვანი ძალაა, თურქეთში საქმიანობის გაფართოებას აგრძელებს:

„ამ კონტექსტში, იგეგმება რიგი ახალი ელექტროსადგურების აშენებას და ზოგიერთი არსებულის მოდერნიზებას. გარდა ამისა, SOCAR გეგმავს Gama Enerji İç Anadolu ელექტროსადგურის (870 მეგავატი) 100%-იანი წილის შეძენას 225 მილიონ დოლარად. შეთანხმებას ხვალ აზერბაიჯან-თურქეთის მეორე საინვესტიციო ფორუმზე მოეწერება ხელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.