„მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ - საქართველოს ბანკის დამოუკიდებლ...
26 მაისი ამ უწყვეტობის
სიმბოლოა. დღე, რომელიც
გვახსენებს არა მხოლოდ
იმას, რაც იყო, არამედ
იმასაც, რაც კვლავ
იქნება.სწორედ ამიტომ,
საქართველოს ბანკი
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ კამპანიას
იწყებს - კამპანიას,
რომელიც თავისუფლებაზე,
პასუხისმგებლობასა და
მომავალზე
გვაფიქრებს.„მომავალი არ
ჩერდება, მომავალი მოდის“ -
ეს არის მთავარი მესიჯი,
რომელსაც წლევანდელი
ვიდეორგოლი ეფუძნება. იდეა
იმაზეა, რომ თავისუფლება
მხოლოდ წარსულში
მოპოვებული ისტორია არ
არის. ის ყოველდღე თავიდან
იბადება ადამიანებში,
არჩევანში, სითამამეში და
იმ თაობაში, რომელიც
მოდის.სიმბოლურია, რომ
ვიდეორგოლის მთავარ
გმირად ახალი თაობა
გვევლინება. თაობა,
რომლისთვისაც სიტყვა
„შეუძლებელი“ არ არსებობს.
პასუხებისა და მომავლის
ძიებაში ყველა „არა“ და
„ვერა“ დანებების ნაცვლად
იქცევა გაბრაზებად,
ერთიანობად და ძალად,
რომელიც არ ჩერდება, არ
ნელდება და არ ნებდება. ეს
არის ძალა, რომელიც ყველა
კარს გააღებს, საზღვრებს
გასცდება და სამყაროს
ააჩქარებს.როგორც
საქართველოს ბანკის
ბრენდის მიმართულების
ხელმძღვანელი, მარიამ
ცანავა აღნიშნავს:“26
მაისის მოახლოებასთან
ერთად, ყოველთვის თავიდან
ვიწყებთ ფიქრს, რას ნიშნავს
თავისუფლება და
დამოუკიდებლობა - ვინ ქმნის
მას, ვინ აგრძელებს და ვის
ეკუთვნის მისი მომავალი.
წელს ამ კითხვებზე პასუხის
ძიებამ მომავალ თაობამდე
მიგვიყვანა. მომავალ
თაობაში ცნობისმოყვარეობა
შიშზე ძლიერია, მათთვის
ყველა საზღვარი დროებითია
და “თუ კარი დაკეტილია,
ისინი ფანჯრიდან
შემოდიან”. სწორედ ასე
მოდის მომავალი -
შეუჩერებლად. ასე შეიქმნა
კამპანიის მთავარი
გზავნილიც: “მომავალი არ
ჩერდება, მომავალი
მოდის“.სიმბოლურია, რომ
ვიდეოში გამოყენებულია
ანა კალანდაძის ერთ-ერთი
ყველაზე ლირიკული და
მელოდიური ლექსის
„საქართველოო ლამაზოს“
სტროფი, რომლის მთავარი
შინაარსი რიტორიკულ
შეკითხვას ეფუძნება: „სხვა
საქართველო სად არი?“ამ
კითხვას საქართველოს
ბანკი ასე პასუხობს:„ქარი
გიმღერის ნანასა,ზღაპარს
გიამბობს ჭადარი,ძეწნამ
ალერსით ამავსო,ეჭვებით
ნაავადარი,საქართველოო
ლამაზო,სხვა საქართველო აქ
არის.“რაც იმას ნიშნავს,
რომ ის არის ახალ თაობაში,
იმ ენერგიაში და
მოძრაობაში, რომელიც
თავისუფლებას აგრძელებს
და მომავალს ქმნის.
1779805963