“ქართული ფქვილის ხარისხი რუსული ფქვილისას არა თუ ჩამოუვარდება, აღემატე...
“ჩვენი პოზიციაა ის, რომ
ქართული ფქვილის ხარისხი
რუსული იმპორტირებული
ფქვილის ხარისხს არა თუ
ჩამოუვარდება, აღემატება
კიდეც. ლაპარაკია პირველი
ხარისხის ფქვილზე, რომელიც
პურის წარმოებაში
გამოიყენება. ქართული
წისქვილკომბინატები
ზუსტად იგივე ხორბალს
ფქვავენ, რასაც რუსული
წისქვილკომბინატები.
ვიცით, რომ ხორბლის
იმპორტი, ძირითადად,
რუსეთიდან ხორციელდება.
ანუ, ეს ფქვილი იდენტური
ხორბლიდან
კეთდება.ამასთან,
საქართველოს წისქვილები
საკმაოდ
მაღალტექნოლოგიურია,
რამდენიმე წისქვილი
შვეიცარიული
ტექნოლოგიისაა, რამდენიმე
თურქული ტექნოლოგიის.
რეალურად, ჩვენ დამატებით
კიდევ ტექნიკური
რეგლამენტით ვმუშაობთ.
ჩვენი ხარისხი არაფრით
ჩამოუვარდება და თუ
ამასთან დაკავშირებით
კითხვის ნიშნები კიდევ
არსებობს, პურის
მწარმოებლებმა აირჩიონ
ნებისმიერი აკრედიტებული
ლაბორატორია
საქართველოში, რომელსაც
აქვს ლიცენზია, შეამოწმოს
ფქვილის ხარისხი და
შესაბამისად, შერჩევის
წესით რუსული და ქართული
ფქვილის ანალიზი გააკეთონ.
ვნახოთ, რომელი ტექნოლოგია
და რომელი ხარისხი
უმჯობესია, ქართული, თუ
რუსული. ჩვენ ღია ვართ
კომუნიკაციისთვის, ეს
შეთავაზება გაკეთებულია,
ჩვენც, საზოგადოებაც
პასუხს ველოდებით, რომ მათ
მიერ შერჩეული იქნას
ლაბორატორია, ქართული და
რუსული ფქვილი შემოწმდეს,
რათა საზოგადოებამ იცოდეს,
რომელი ხარისხის ფქვილი
ჯობია”- განაცხადა ლევან
სილაგავამ.როგორც
ცნობილია, პურის
მწარმოებლებს ქართული
ფქვილის ხარისხთან
დაკავშირებით
განსხვავებული შეხედულება
აქვთ. პურის მცხობლები
ფქვილზე არსებული
საიმპორტო გადასახადის
გადახედვას ითხოვენ,
რადგან მათი თქმით, რუსულ
ფქვილზე ხელმისაწვდომობა
ეზღუდებათ.„[ფქვილზე
საიმპორტო გადასახადის
შემოღებით] ფქვილის ფასები
გაიზარდა და 1 ტომარა
ფქვილი დღეს უკვე 58-59 ლარი
ღირს. იძულებული ვართ,
მხოლოდ საქართველოში
წარმოებული ფქვილი
მივიღოთ. ეს ძალიან კარგია,
მაგრამ ადგილობრივად
წარმოებული ფქვილთან
მიმართებით ვიტყვი, რომ
უკეთესი ხარისხი გვინდა
რომ იყოს. ხომ არ შეიძლება
მიიღო ტომრით ფქვილი,
რომლის სინესტე 15.5-ია?! – არა,
არ შეიძლება. სინესტე 14.5-ს არ
უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, აქ წარმოებულ
ფქვილში შეფერილობის
მაჩვენებელიც მაღალია.ეს
არის ბიზნესი. მე არავის არ
ვეჯიბრები ხარისხში და
არავის ვეუბნები, რომ
მაინცდამაინც რუსული
ფქვილი მინდა და ქართული არ
მინდა, თუმცა ეს არის
პროდუქტი, რომელიც
საბოლოოდ მომხმარებლამდე
უნდა მივიდეს, რომელიც
ძალიან კარგად ხედავს
ყველაფერს”- განაცხადა
„პურის მცხობელთა
ასოციაციის“
თავმჯდომარემ, მალხაზ
დოლიძემ bm.ge-სთან.ლევან
სილაგავა ფქვილზე
საიმპორტო გადასახადის
მოხსნას არ ეთანხმება.
როგორც მან “კვირას”
პრესკლუბში განაცხადა,
აღნიშნული გადასახადი
ბაზარზე სწორი
კონკურენციის პირობებს
უზრუნველყოფს.“პურის
მწარმოებელთა ასოციაციის
მიერ გაჟღერებული იყო თემა
იმასთან დაკავშირებით, რომ
ფქვილზე ე.წ.
დამბალანსებელი საიმპორტო
გადასახადი მოიხსნას.
იმისათვის, რომ სურათი
სწორად დავინახოთ, ანუ
გადასახადი მოიხსნას, თუ არ
მოიხსნას , საჭიროა,
მთლიანად საწყისი
განვიხილოთ, თუ რატომ
შემოვიდა ეს გადასახადი.
რეალურად, ათწლეულების
განმავლობაში, 2021 წლამდე,
ბაზარი ჩვეულებრივად,
იმპორტის, ექსპორტის და
ადგილობრივი წარმოების
მხრივ იმ საკანონმდებლო
გარემოში მუშაობდა,
როდესაც იმპორტი, მათ შორის
რუსეთიდან, ხორბალზეც და
ფქვილზე ნულოვანი
დაბეგვრით ხორციელდებოდა.
მარტივად რომ ვთქვათ,
ხორბალიც და ფქვილიც
საქართველოში ნულოვანი
დაბეგვრით შემოდიოდა. 2021
წლამდე სწორი
კონკურენციის პირობები,
ერთნაირი თამაშის წესები
იყო, 2021 წელს ეს პირობები
ფქვილის იმპორტის
სასარგებლოდ შეიცვალა. ეს
იმით იყო გამოწვეული, რომ
რუსეთმა ხორბალზე
გადასახადი, ე.წ. ხორბლის
მცურავი ბაჟი დააწესა.ანუ,
რუსეთიდან გამოტანილ
ხორბალზე გადასახადი
რაღაც რაოდენობის
მოსაკრებელი იყო და ეს
მსოფლიო ფასების
შესაბამისად იცვლებოდა,
ხოლო ფქვილზე ისევ 0% დარჩა.
ამან გამოიწვია ის, რომ
რუსეთიდან უკონტროლოდ
ძალიან დიდი რაოდენობის
ფქვილმა დაიწყო შემოსვლა.
ამის შემდეგ ჩვენთან
წისქვილკომბინატები
გაჩერდა, ხორბლის
ადგილობრივმა
მწარმოებლებმა
წისქვილკომბინატებში
ხორბალი ვერ ჩააბარეს. 2023
წელს ხორბლის გადასახადის
საპირწონედ საქართველოდან
ფქვილის იმპორტის
გადასახადი შემოვიდა. ანუ,
დარღვეული პირობები, სწორი
კონკურენციის პირობები
აღდგა. შესაბამისად, დღეს
მომუშავე
წისქვილკომბინატებიც,
მეპურეებიც და ხორბლის
მწარმოებლებიც სწორი
კონკურენციის პირობებში
არიან. ახლა ვსვამთ კითხვას
– რატომ უნდა მოიხსნას ეს
გადასახადი? ანუ
დავბრუნდეთ ისევ იქ, როცა
არასწორი კონკურენციის
პირობები იყო? ვფიქრობ, რომ
მეპურეებს ეს მიმართვა
იმიტომ ჰქონდათ, რომ, რა
თქმა უნდა, სურთ ნედლეული
იაფი ჰქონდეთ, მაგრამ ამ
შემთხვევაში ჩვენი
პასუხია, რომ სწორი
კონკურენციის პირობებში
ვიმუშაოთ და ვისაც ამ
კონკურენციის პირობებში
ექნება მიწოდებული იაფი
ნედლეული, ბაზარზე
წარმოდგენილი ის უნდა იყოს
და არა ის, რომ იმავე
სიტუაციაში ხელოვნურად
დაბრუნება მოხდეს.აქვე
მინდა ვთქვა, რომ ზუსტად იმ
წლებში 2021- 2023 წლებში,
როდესაც ფქვილის იმპორტის
გადასახადი არ იყო, მოხდა
ის, რომ პურის ფასი მაინც
გაიზარდა. ანუ ეს არის იმის
საპასუხოდ, რომ, თითქოს,
იმპორტირებული, ანუ რუსული
ფქვილი პურის ფასის
შენარჩუნებას უწყობს ხელს.
თუ ეს ასეა, მაშინ რუსული
ფქვილის იმპორტის გაზრდის
საპასუხოდ ქართული პურის
ფასი რატომ გაიზარდა?
შესაბამისად, აპრიორი არ
არის ის, რომ თუ იმავე
სიტუაციაში დავბრუნდებით,
პურის ფასი არ გაიზრდება”-
განაცხადა ლევან
სილაგავამ “კვირას”
პრესკლუბში.მისივე თქმით,
„საქართველოს ხორბლისა და
ფქვილის მწარმოებელთა
ასოციაცია” პურის
ინდექსის გამოთვლის
ინიციატივით
გამოდის.“წლების
განმავლობაში ლაპარაკი
მიმდინარეობს იმაზე, თუ რის
გამო ძვირდება ფქვილი და
პური. პურის გაძვირება
მარტო ფქვილზე არ არის
დამოკიდებული. მასში
ფქვილთან ერთად სხვა
ინგრედიენტებიც შედის,
მაგალითად, საფუარი, ზეთი,
მარილი. აქედან
გამომდინარე, საინტერესოა
ამ პროდუქტების თვიდან
თვემდე გაძვირება, თუ
გაიაფება პურის ფასზე
როგორ მოქმედებს, რათა ამ
კითხვებს ერთხელ და
სამუდამოდ პასუხი გაეცეს,
საზოგადოებამ და
სპეციალისტებმა იცოდნენ,
რის გამო ძვირდება, ან
იაფდება პური.
მაგალითისათვის:
ხაჭაპურის ინდექსი
ქვეყნდება ხოლმე. იქაც არის
ინგრედიენტები: ფქვილი,
ყველი, კარაქი, საფუარი. არ
მგონია, რომ პურის ინდექსში
შემავალი პროდუქცია უფრო
ნაკლებად საინტერესო იყოს,
ვიდრე მაგალითად
ხაჭაპურის ინდექსი. აქ
კიდევ ერთ რაღაცას
გავუსვამ ხაზს – ხაჭაპურის
ინდექსი ფქვილის ფასის
ცვალებადობასთან
მიმართებაში სწორ
ინფორმაციას არ გვაძლევს,
აქედან გამომდინარე, რომ
ხაჭაპურის ინდექსში
გამოყენებულია უმაღლესი
კატეგორიის ფქვილი, ხოლო
პურის ინდექსში პირველი
ხარისხის ფქვილი
გამოიყენება”- განაცხადა
სილაგავამ.ამასთან,
„საქართველოს ხორბლისა და
ფქვილის მწარმოებელთა
ასოციაციაში” აცხადებენ,
რომ ფქვილის ბაზარზე
არსებული მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით
კონკრეტული ღონისძიებები
უნდა
გატარდეს.“უკანასკნელ
პერიოდში ხორბლის ფქვილის
და პურის ბაზარზე
განვითარებული მოვლენების
ირგვლივ საჯარო მსჯელობამ
და წამოწეულმა
პრობლემებმა, დღის
წესრიგში უფრო მკაფიოდ
დააყენა რიგი საკითხებისა,
რომლებიც გადაუდებელ
გადაწყვეტას მოითხოვს.
ჩვენი დარგიდან
გამომდინარე, ლაპარაკია
ადგილობრივი და
იმპორტირებული ფქვილის
ბაზარზე. აქედან
გამომდინარე , რომ
აღნიშნული ბაზარზე წლიდან
წლამდე პერიოდულად დღის
წესრიგში დგება საკითხები
ფქვილის ხარისხის ,
აღრიცხვიანობის,
მიკვლევადობის შესახებ,
ნიშნავს, რომ მათი
მოგვარება ფუნდამენტური
ფაქტორების გადაწყვეტის
გარეშე ვერ
მოხერხდება.ასოციაციას
აღნიშნული პრობლემების
ეფექტურ მოგვარების გზად
მიაჩნია , საქართველოს
მთავრობის მიერ მიღებულ
იქნას რამდენიმე
გადაწყვეტილება , რომლებიც,
ჩვენი აზრით,
მნიშვნელოვნად და
რადიკალურად შეცვლის
მდგომარეობას
უკეთესობისაკენ.კერძოდ:1.
როგორც ადგილობრივი
წარმოების, ასევე
იმპორტირებული ფქვილი
სავალდებულო მარკირებას
დაექვემდებაროს.
აღნიშნული სრულად
უზრუნველყოფს ბაზარზე
არსებული ფქვილის
აღრიცხვიანობას და
მიკვლევადობას.2. შეიქმნას
საქართველოში მოქმედი
წისქვილკომბინატების
რეესტრი, “ხორბლისა და
ფქვილის მწარმოებელთა
ასოციაციის” ბაზაში
სავალდებულო რეგისტრაციის
გზით. აღნიშნული
უზრუნველყოფს მთელი
ინდუსტრიის სწორი
კონკურენციის სამუშაო
ველში მოქცევას,
ადგილობრივ ბაზარზე
წარმოდგენილი ფქვილის
წარმომავლობის დადგენას
და ხარისხის კონტროლს” –
აცხადებენ „საქართველოს
ხორბლისა და ფქვილის
მწარმოებელთა
ასოციაციაში.”
1746529155