გასულ წელს გაზის ფასების ზრდის წყალობით, 2022 წლისთვის ნორვეგია ნავთობისა და გაზის გადასახადებიდან რეკორდულ 89,5 მილიარდ აშშ დოლარის (884 მილიარდი ნორვეგიული კრონა) შემოსავალს ელოდება, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის რეკორდს, განაცხადა ნორვეგიის საგადასახადო ადმინისტრაციამ ხუთშაბათს შეფასებით.

ამის შესახებ გამოცემა ogv.energy წერს.

ბუნებრივ აირზე მაღალმა ფასებმა, რომლებიც „არასდროს არ ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც ახლა“, გამოიწვია რეკორდულად მაღალი საგადასახადო შემოსავლები ნავთობკომპანიებისგან, განაცხადა ნორვეგიის საგადასახადო ადმინისტრაციის დირექტორმა, ნინა შანკე ფუნემარკმა.

წინა რეკორდულ წელს, 2021 წელს, ნორვეგიის ნავთობის გადასახადის შემოსავალი იყო $30 მილიარდი (295 მილიარდი კრონა).

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპის ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა მწარმოებელია. ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ნორვეგიის მთავრობის შემოსავლების უმეტესი ნაწილი ნავთობიდან და გაზიდან, მიდის სამთავრობო საპენსიო ფონდში, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ნორვეგიის ნავთობის ფონდი, რომელიც არის ყველაზე დიდი სუვერენული სიმდიდრის ფონდი მსოფლიოში.

მომავალში, ნორვეგიამ გადაწყვიტა შეინარჩუნოს მაღალი წარმოება, რათა მეტი გაზი და ნავთობი გაიტანოს ევროპაში, რომელიც ცდილობს რუსეთიდან მიწოდების ჩანაცვლებას სხვადასხვა წყაროებით.

„შემდეგი საძიებო საქმიანობა და ახალი აღმოჩენები მნიშვნელოვანია ნავთობისა და გაზის წარმოების შესანარჩუნებლად დროთა განმავლობაში, როგორც ნორვეგიისთვის, ასევე ევროპისთვის“, - თქვა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟ ასლანდმა.

ნორვეგია გააგრძელებს ბუნებრივი აირის ამჟამინდელი მაღალი მოცულობის ამოტუმბვას სულ მცირე კიდევ ხუთი წლის განმავლობაში.

გიორგი არაბული