რუსეთი ცდილობდა მიეღო ყაზახეთისა და უზბეკეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემები, წერს Gazeta.uz არაერთ წყაროზე დაყრდნობით.

მათი თქმით, თავიდან მოსკოვმა შესთავაზა თავისი გაზის მიწოდება ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზია-ცენტრი მილსადენით.

„რუსული მხარის მთავარი პირობა იყო უზბეკეთის გაზის გადაცემის სისტემის საბაზრო ღირებულებით „გაზპრომის“ საკუთრებაში გადაცემა.

მსგავსი მოთხოვნა წაუყენეს ნაციონალურ კომპანია Kazakgaz-მა, რომელიც არ დათანხმდა მსგავს პირობებს“, - აღნიშნავს გაზეთი.

წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა ასევე მოითხოვა „ჩინეთში გაზის ექსპორტის უფლებების დათმობა“, ანუ უზბეკური კომპანიის UzGazTrade-ის ნაცვლად „გაზპრომი“ უნდა გამხდარიყო შეთანხმების მხარე.

ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი შეხვედრების გამართვაზე გაზის მიწოდების ტექნიკური მიზანშეწონილობის შესაფასებლად. თუმცა, თანამოსაუბრეები ამას ნაკლებად სავარაუდოდ თვლიან, ვინაიდან საჭირო სამუშაოების მასშტაბები მნიშვნელოვან დაფინანსებას მოითხოვს.

„გაზის სისტემის გაერთიანების“ შექმნის წინადადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა. იდეა იყო ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიის გავლით. თუმცა არც ასტანამ და არც ტაშკენტმა წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

გიორგი არაბული