რუსული ურალის კლასის ნავთობის საშუალო ღირებულება 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 14 იანვრამდე პერიოდისთვის 50 დოლარზე დაბლა, 46,82 დოლარამდე დაეცა, განაცხადეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროში.

საერთაშორისო ბრენდის Brent-ის საშუალო ღირებულება იმავე პერიოდში 81,5 დოლარი იყო ბარელზე, ანუ სხვაობა Brent-სა და Urals-ს შორის დეკემბერ-იანვარში $35, ანუ 43% იყო, აღნიშნავს MMI Telegram არხი.

Brent-თან მიმართებით სხვაობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

ბარელ ურალზე ფასდაკლებამ 35-40 დოლარს მიაღწია 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მაგრამ შემდეგ თანდათან კლება დაიწყო.

ურალის ღირებულება ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება ელოდა, როდესაც მათ 2023 წლის ბიუჯეტი შეადგინეს: პროგნოზირებული იყო ნავთობი ბარელზე 70,1 დოლარად

45 დოლარი უკვე კრიტიკული ფასია ბიუჯეტისთვის, ამბობენ ექსპერტები. 

უკვე ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის შემოსავლების ნაკლებობას ფინანსთა სამინისტრო ანაზღაურებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანის გაყიდვით. 

გიორგი არაბული